GEOENG
 
 
8800282828
 
რეგისტრაცია მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე

კითხვა N 1
ვცხოვრობ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, სახლის ეზოში წლების წინ ავაშენე ავტოფარეხი, გთხოვთ მაცნობოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ავტოფარეხის საკუთრებაში გატარება ?

პასუხი:
თქვენს მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს, იმისათვის, რომ მოხდეს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე მიწაზე განთავსებული ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემა, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნება;
2. კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;
3. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების მიერ ავტოფარეხის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა ამხანაგობის კონკრეტული წევრისათვის;
4. ავტოფარეხის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რისთვისაც საჭიროა: ამხანაგობის დაფუძნების ოქმი, ავტოფარეხის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ოქმი, ავტოფარეხის შიდა აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრის მომსახურებისათვის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (50 ლარი).

კითხვა N 2
ვრცელდება თუ არა მიწის ნაკვეთზე უფლება მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე?

პასუხი:
მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.