ბიზნესის რეგისტრაციის სტატისტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნესის რეგისტრაციის სტატისტიკის გვერდს, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თვალყური ადევნოs ქვეყანაში ბიზნესის რეგისტრაციის დინამიკას. ამ გვერდზე:
- § ინტერნეტ-მომხმარებელი მოიპოვებს სტატისტიკურ მონაცემებს თითოეული სამართლებრივი ფორმისა და ტრანზაქციის მიხედვით.
- § შესაძლებელია ორი სხვადასხვა ტრანზაქციის ტენდენციების გრაფიკული შედარება;
- § ხელმისაწვდომია სტატისტიკური მონაცემები სუბიექტების ძირითადი საქმიანობების შესახებ;
- § განთავსებულია საკვები პროდუქტების წარმოებით და/ან დისტრიბუციით დაკავებული სუბიექტების რეგისტრაციის სტატისტიკა.
პროგრამა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მასში განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.
სტატისტიკის პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში შემუშავდა.
|