მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ხულო მუნიციპალიტეტის ვაშლოვანის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნამანევის, ზნაკვას, ჭელიაღელეს, ნიკორწმინდას, ლიხეთის, ხოტევის, სხვავასა და ბუგეულის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი თერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ოფეთის ადმინისტარციულ ერთეულში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაბა ჩხოროწყუსა და ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წითელწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ხულოს, ამბროლაურის, ბაღდათის, თერჯოლას, სამტრედიას, ჩხოროწყუსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge
ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
https://www.chkhorotsku.gov.ge/
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
https://www.dedoplistskaro.gov.ge/
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ვაშლოვანისა და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ნამანევის, ზნაკვას, ჭელიაღელეს, ნიკორწმინდას, ლიხეთის, ხოტევის, სხვავასა და ბუგეულის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და იუსტიციის სახლებში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ახალი თერჯოლის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ოფეთის ადმინისტარციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დაბა ჩხოროწყუსა და ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტარციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, წითელწყაროს ადმინისტარციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.