ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოში

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში მიიღეს, რომელიც მოიცავს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა GovTech, FinTech, შრომის ბაზრის უახლესი გამოწვევები, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ინოვაციები საკომუნიკაციო სექტორში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ ფორუმში მონაწილეობა GovTech-ის ნაწილში მიიღო, რომელიც დაეთმო საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებს, ცენტრალიზებული სისტემიდან - ღია, დეცენტრალიზებული ეკოსისტემისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას.

სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ საჯარო, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის, ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით იმართება.