საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში გამართეს და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმის აქტუალურ საკითხებზეც მიიღეს.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით დევიძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule