საჯარო გამოქვეყნება

წინწყაროსა და კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე ნაკვეთებზე მსოფლიო ბანკის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საველე სამუშაოების მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიხედვით მომზადებული საკადასტრო რუკები საჯაროდ გამოქვეყნდა.

დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 8 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს, საკადასტრო რუკებსა და სხვა დოკუმენტაციას საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://slr.napr.gov.ge/publication

წინწყაროს მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://tetritskaro.gov.ge/ . ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

ხოლო კუმისის მონაცემების გაცნობა შესაძლებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://gardabani.gov.ge/ . ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის შედეგებს მოგვმართეთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით, 2022 წლის 6 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule