მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს.
კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში - საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, კონსულტაციას გაუწევენ და slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
კონსულტაციის განრიგი:
24 აგვისტო - წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული
25 აგვისტო - ბაღდათი, ვანი
26 აგვისტო - ჭიათურა, საჩხერე
29 აგვისტო - ონი, ამბროლაური
30 აგვისტო - ლენტეხი, ცაგერი
31 აგვისტო - გორი, ქარელი, ხაშური
1 სექტემბერი - ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი
2 სექტემბერი - ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა
5 სექტემბერი - ბოლნისი, დმანისი, წალკა
6 სექტემბერი - გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო
7 სექტემბერი - მცხეთა, კასპი
8 სექტემბერი - დუშეთი, თიანეთი
9 სექტემბერი - სტეფანწმინდა
12 სექტემბერი - საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწარო
13 სექტემბერი - თელავი, ახმეტა, გურჯაანი
14 სექტემბერი - ყვარელი, ლაგოდეხი
15 სექტემბერი - ხარაგაული, ზესტაფონი