ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების: ნახატების,ნაქარგების,ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების შეძენა სტუმრებს ადგილზე შეეძლოთ.

გაყიდული ნივთებისგან მიღებული თანხა, მსჯავრდებულების პირად ანგარიშზე ჩაირიცხება და შედეგად მათ ფინანსურ სტაბილურობას, განმეორებითი დანაშაულის პრევენციასა და მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ბოხაშვილთან და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი ტიპის გამოფენები, სხვადასხვა საჯარო უწყებასა და კერძო დაწესებულებაში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გარდა მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობისა „რე-მარკეტის“ პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.