საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.


30 დეკემბრიდან 30 იანვრის ჩათვლით მელაურისა და ჯიხაშკარის ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge - ვებგვერდზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.samtredia.gov.ge/ka/), ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://zugdidi.gov.ge/), სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მელაურის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ შენობაში. დიდი ჯიხაიშის იუსტიციის სახლში, ზუგდიდის იუსტიციის სახლში, იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 30 დეკემბრიდან 30 იანვრამდე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.