საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

24 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით აბაშის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

აბაშის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://abasha.gov.ge/

ადიგენის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://adigeni.ge/

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში,

ადმინისტრაციული ერთეულების: გეზათის, ზანათის, კეთილარის, მარანის, ნაესაკოვოს, ნორიოს, ონტოფოს, პირველი მაისის, სამიქაოს, სეფიეთის, სუჯუნას, ტყვირის, ქოლობანის, ძვ.აბაშისა და წყემსის ადმინისტრაციულ შენობებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ბოლაჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, ასევე, იუსტიციის სახლებში.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 24 იანვრიდან 24 თებერვლამდე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.