სამუშაო შეხვედრა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მხარეებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის, მეწარმე სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციისა და სხვა მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კონკრეტული ამოცანები დასახეს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ნოტარიუსთა პალატა, სამკვიდრო მოწმობების გაცემისას, საჯარო რეესტრის მიერ შეგროვებული დოკუმენტაციით (საკომლო ცნობებით, უფლების დამდგენი და სხვა დოკუმენტაციით) იხელმძღვანელებს, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივებს სამკვიდრო ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის პროცედურებს.

ნოტარიუსებისთვის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებiის ხელმისაწვდომობა შეამცირებს სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს. ამასთან, თუ საჭირო დოკუმენტაცია დაცულია საჯარო რეესტრში, მოქალაქეს აღარ მოუწევს აღნიშნული დოკუმენტის არქივიდან გამოთხოვა, რაც მისთვის დამატებით დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმდა კონკრეტული მექანიზმები, რაც ბიზნეს სუბიექტებს ხელახალი რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროცედურული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტას.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეები, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დაისახა შესაბამისი სამოქმედო გეგმები.