ამგეგმავების მიღება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ამგეგმავების დასაქმებას აგრძელებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ამზომველის პოზიციაზე კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, რეფორმის ეფექტიანად განხორციელებისთვის აზომვითი სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალ თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ამზომველების პროფესიულ გადამზადებასა და სერტიფიცირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. შერჩეული კანდიდატები სრულიად უფასოდ გაივლიან 3 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას, რომლის საშუალებითაც ისინი შეიძენენ ახალ პროფესიას.

აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად, სააგენტო ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით, სპეციალური ტექნიკითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ განახორციელებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში, სრულიად უფასოდ, დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

#ამგეგმავებისსაერთაშორისოკვირეული