UNECE WPLA

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ჟენევაში, მიწის ადმინისტრირების ეკოსისტემებთან დაკავშირებით პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხზე ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მე-13 სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს UNECE WPLA-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობები, იმსჯელეს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე, მიწის ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების მიმართულებებზე, ღია მონაცემების სარგებელსა და გამოწვევებზე მიწის ადმინისტრირების სფეროში და სხვ.

ქართულმა დელეგაციამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის - ვახტანგ ბოხაშვილის ხელმძღვანელობით, მიწის ადმინისტრირების ეკოსისტემებთან დაკავშირებით პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

UNECE WPLA-ის სესიები საერთაშორისო პლატფორმაა მიწის მართვისა და ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფთან (UNECE WPLA). მისი მიზანია მიწის ადმინისტრირებისა და მართვის გაუმჯობესება, UNECE-ის რეგიონის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობით.