26 სექტემბერი 2025

ეროვნული სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურის (NSDI) კოორდინატორი უწყება - საჯარო რეესტრი - რეფორმაში აკადემიური სექტორის ჩართულობის განვითარებაზე მუშაობს

news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლებმა ევროპის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტის - ლუვენის - ექსპერტებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გიორგი დგებუაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილე სააგენტოს წარმომადგენლები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციებისა და კვლევების, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და სექტორში განათლების მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს. ექსპერტების მონაწილეობა ხელს უწყობს მიმდინარე პროცესი იყოს თავსებადი ევროკავშირის სტანდარტებთან.
სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს დარგში პირველი ინოვაციური სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებას, რომელიც აერთიანებს გლობალურ გამოცდილებას და ხელს შეუწყობს სტუდენტების ჩართულობას.
ეროვნული სივრცითი მონაცემების კვირეულის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუდენტები დეტალურად გაეცნენ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ციფრულ პროცესს, საჯარო რეესტრის ინოვაციურ სერვისს „გონიერი კონტრაქტი“ და უწყების სხვა მაღალტექნოლოგიურ მომსახურებებს. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ლუვენის უნივერსიტეტი (KU Leuven) ევროპის ისტორიულად პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური კვლევებით მონაცემთა მეცნიერების, გეოინფორმაციული სისტემებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით.