იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, უნგრეთში, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს
ბიზნესის რეგისტრაციის საკითხებში საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანაა, სადაც რეგისტრაცია ერთი პროცედურით, იმავე დღეს არის შესაძლებელი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა გამარტივებული სერვისების შესახებ პრეზენტაცია გამართეს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა ბიზნესის რეგისტრაციის მოდელზე, პროცესის მიმდინარე და დაგეგმილ ინოვაციურ მიდგომებზე ისაუბრეს
ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ქრისტინე კუპრავა და მეწარმეთა და იურიდიული პირების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი - სოფიკო ჭავჭანიძე ესწრებოდნენ
ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტო,საკანონმდებლო მაცნე და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ოფიციალური გაზეთის გამომცემლობისა და სამართლებრივი თარგმანის ცენტრი - „MKIFK Zrt“ მონაწილეობდა