იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა და კამბოჯის დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ციფრული დოკუმენტების ვერიფიკაციის პლატფორმა “VERIFY’’ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მოწვეული სტუმრები დეტალურად გაეცნენ საჯარო რეესტრის ციფრულ პროდუქტს-გონიერი კონტრაქტი, რომლის სარგებლობის დროს მხარეების იდენტიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება და ონლაინ შეხვედრას საჯარო რეესტრის ოპერატორი წარმართავს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის რეფორმაზე და რეფორმის ფარგლებში შექმნილ პორტალზე
NSDI.GOV.GE.
დელეგაციის წევრებმა, რომელსაც კამბოჯის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი ხელმძღვანელობდა, დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისა და რეფორმის პროცესში დანერგილი ინოვაციური პროდუქტის-ელექტრონული ოქმის აპლიკაციის შესახებ.
სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.