25 სექტემბერი 2026

იუსტიციის სამინისტრომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) მიმართულებით საჯარო სექტორის წარმომადგენლების გადამზადება დაიწყო

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
 
პროგრამის მიზანია სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და საჯარო უწყებების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება.
 ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს და მომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. მომზადდა სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
გადამზადების შედეგად, საჯარო მოხელეები დაგეგმილ სიახლეებს მომზადებულები შეხვდებიან, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში სივრცითი მონაცემების ერთიანი მეთოდოლოგიით დამუშავებას და განთავსებას ეროვნულ გეოპორტალზე NSDI.GOV.GE
 ტრენინგების დასრულების შემდეგ, სივრცითი მონაცემების მწარმოებელი 20-მდე საჯარო უწყებისთვის ერთწლიანი მენტორობის ეტაპი გაგრძელდება.
პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი GRAIL პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.
NSDI-ის განვითარება ხელს შეუწყობს სივრცითი მონაცემების ერთიანი მეთოდოლოგიით დამუშავებასა და გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის სანდო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისთვის