13 ნოემბერი 2026

საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თანამედროვე მიდგომას კომაროვის სკოლის მოსწავლეები გაეცნენ

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
სიახლის სურათი 5
სიახლის სურათი 6
სიახლის სურათი 7
სიახლის სურათი 8
სიახლის სურათი 9
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს და ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს აცნობს. თემაზე „ახალგაზრდა მესაკუთრე“ სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გამართეს, რომლის ფარგლებში IX - XI კლასის მოსწავლეები საჯარო რეესტრში დანერგილ უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს უძრავი ქონების რეგისტრაციის ძირითად სამართლებრივ საკითხებსა და პროცედურებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მესაკუთრის როლს, საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებსა და ელექტრონულად ხელმისაწვდომ რუკებზე უძრავი ქონების მოძიების შესაძლებლობებს.
 
სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენელმა პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო უძრავი ქონების რეგისტრაციის სახეები: სპორადული და სისტემური რეგისტრაცია, ასევე, შემდგომი რეგისტრაციის პროცედურები. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთრებასა და ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დარგის ექსპერტისთვის შეკითხვები დაესვათ.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გააგრძელებს. საინფორმაციო ტიპის შეხვედრების მიზანი სააგენტოს საქმიანობისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა.