ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

1 250 000 -ზე მეტი აზომილი მიწის ნაკვეთი

search close_small

12 აგვისტო 2024

1 250 000 -ზე მეტი აზომილი მიწის ნაკვეთი

news_image
news_image
news_image
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 1 250 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი
 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რეფორმის წარმატებით მიმდინარეობა განიხილა.
შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საველე საამზომველო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
რეფორმის ფარგლებში საამზომველო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 42 მუნიციპალიტეტში დასრულებულია.
2022 წლიდან დღემდე აზომილია 1 250 000 - ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 850 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო - როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია