19 ივნისი 2025

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
news_image
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.
სამუშაო შეხვედრა გურიისა და აჭარის მხარეში გაიმართა, სადაც სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველმა მოადგილემ - ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა რეფორმის მიმდინარეობა, შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.
გურიისა და აჭარის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულებამდე სააგენტოს წარმომადგენლები განაგრძობენ სხვადასხვა რეგიონში სამუშაო შეხვედრებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიურ კომუნიკაციას.
2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.
მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.