საბავშვო ბაღი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას იწყებს.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მაღალი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაცია, თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღს ხსნის.

საჯარო რეესტრი არის პირველი საჯარო უწყება, რომელიც თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაატარონ სამუშაო საათები და ამავდროულად თავიანთი პატარები საჯარო რეესტრის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იწყებს ბაზრის კვლევას საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის 5 წლიანი მომსახურების გაწევაზე (საჭირო ინვენტარით აღჭურვით).

ბაზრის კვლევის მიზანია საბავშვო ბაღის მართვის საუკეთესო მეთოდოლოგიური პროგრამის მქონე და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციის გამოვლენა.

საჭირო დოკუმენტაციის ჩამოსატვირთად გთხოვთ იხილოთ ბმული :

https://we.tl/t-WzKOdTnoT0