საჯარო გამოქვეყნება

კოდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთებზე მსოფლიო ბანკის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საველე სამუშაოების მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიხედვით მომზადებული საკადასტრო რუკები საჯაროდ გამოქვეყნდა.

დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 10 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს, საკადასტრო რუკებსა და სხვა დოკუმენტაციას საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://tetritskaro.gov.ge/ . ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში.

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის შედეგებს მოგვმართეთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით, 2022 წლის 9 ივლისის 16:00 საათის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule