მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

იუსტიციის მინისტრი მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოებს გაეცნო ხაშურის მუნიციპალიტეტის, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმდინარე საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ოლეგ (ბაჩო) თორთლაძესთან ერთად გაეცნენ. სოფელ გომსა და სოფელ ვაყაში იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით–აგეგმვითი სამუშაოების პროცესი დაათვალიერა. აღნიშნულ სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოებს მესაკუთრეების თანდასწრებით ახორციელებენ. პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად ავსებენ, რითიც ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდეა დაყვანილი. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც უწევენ . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება. სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა შეიქმნება და უძრავი ქონების ბაზარი განვითარდება. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule