შეხვედრა ხელვაჩაურში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ხელვაჩაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წევრებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს რეფორმის მიმდინარე აქტივობები დეტალურად გააცნო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 776 417 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 601 199 მიწის ნაკვეთზე.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule